Sunday, June 6, 2010

bolnisis istoria


ბოლნისი, ქალაქი (1967 წლიდან) საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 13,8 ათასი (2002 წ.). ბოლნისი მდებარეობს მდინარე მაშავერის შუა დინებაში, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 64 კმ. რკინიგზის სადგური მარნეულ-კაზრეთის ხაზზე. ძირითადად გაშენებულია ვაკეზე, ჩრდილოეთი ნაწილი კი — გორაკ-ბორცვიან მთისწინეთზე. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,0 °C; იანვარში — 0,3 °C, აგვისტოში — 23,3 °C, აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 24 °C, აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა 39 °C. ნალექები 572 მმ წელიწადში, მაქსიმუმი — მაისში (86 მმ), მინიმუმი — დეკემბერში (21 მმ).

XIX საუკუნის 50-იან წლებში სოფელ რატევნის მახლობლად გერმანელები ჩამოასახლეს. ამ დასახლებას ჯერ ეკატერინეფელდი ერქვა, 1921-1943 წლებში — ლუქსემბურგი. ამჟამად ბოლნისს უკავია ისტორიული სოფლების სატრედოს, ყორანთის და ველკეთილის ტერიტორიები (ეს სოფლები საბარათიანო-საორბელიანოში შედიოდა). ბოლნისი ქალაქს დაერქვა ამ მიდამოებში ძველთაგანვე არსებული მნიშვნელოვანი პუნქტების სახელწოდების მიხედვით. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ყორანთის ეკლესია (XIII-XIV სს.). გორა, რომელზედაც ეს ეკლესიაა აგებული, ენეოლითური ხანის ნასახლარის ნაშთებსაც შეიცავს. საყურადღებოა აგრეთვე გვიანდელი ფეოდალური ხანის სატრედოს თაღოვანი ხიდი მდინარე მაშავერასზე; იგი ახლაც მკვიდრად დგას. ბოლნისში არის ბოლნისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

No comments:

Post a Comment